LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ბილბორდის ცხელი ასეულის” ტოპ ათეული კენდრიკ ლამარის ახალი დისკის შვიდმა სიმღერამ დაიპყრო – Shaboozey-იმ ახალი რეკორდი ვერ დაამყარა

107
photo-collage.png (8)

შობა-ახალი წლის მოახლოების ფონზე, ,,ბილბორდის ცხელ ასეულში” მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა.

ამ კვირის განახლებული შედეგით, Shaboozey-იმ ჰიტით – A Bar Song (Tipsy) ახალი რეკორდი ვერ დაწერა. ჩარტში 19 კვირიანი ლიდერობის შემდეგ, სიმღერა საგრძნობლად ჩამოქვეითდა და მეექვსე ადგილზე მოექცა.

Shaboozey-იმ ჰიტით – A Bar Song (Tipsy) ,,ბილბორდის ცხელ ასეულში” პირველობის ყველა დროის რეკორდი გაიმეორა

ასევე დიდხნიანი მეორე ადგილის ფლობის შემდეგ, მეშვიდე ადგილზე გადავიდა ლედი გაგასა და ბრუნო მარსისDie with a Smile.

პრესადღესასწაულოდ, ჰიტ-აღლუმში დაბრუნდა მერაია ქერის საკულტო ჩანაწერი – All I Want for Christmas Is You. ყოველი წლის დეკემბრის დასაწყისში ანუ მაშინ, როცა ჩარტებში ბოლო დროის ჰიტებს საშობაო და საახალწლო კომპოზიციები ანაცვლებს, სიმღერა მაშინვე პირველ ადგილზე ხვდება, თუმცა ამჯერად ამას ხელი – კენდრიკ ლამარმა შეუშალა.

22 ნოემბერს, ყველასთვის მოულოდნელად, ყოველგვარი კამპანიისა და დაანონსების გარეშე, კენდრიკ ლამარმა მეექვსე სტუდიური ალბომი – GNX გამოუშვა, რომელიც 14 სიმღერას აერთიანებს. ფირფიტამ სადებიუტო კვირაშივე მოიპოვა კრიტიკოსებისა და მსმენელების აღიარება და მუსიკალურ პლატფორმებზე სტრიმინგების გასაოცარი მაჩვენებლით პირველობა არავის დაუთმო.

შედეგად, ამ კვირაში სწორედ ჰიპ ჰოპ არტისტის ახალი დისკის შვიდმა სიმღერამ შეკრა ,,ბილბორდის ცხელი ასეულის” დანარჩენი პოზიციები. ტოპ ათეულის პირველი ადგილი მან ლონგფლეის ლიდ სინგლით – Squabble Up დაიკავა.

ამასთან, ლამარი ჩარტის 66 წლიან ისტორიაში ,,ბითლზის”, ტეილორ სვიფტისა და დრეიკის შემდეგ, მეოთხე არტისტი გახდა, რომელმაც ჰიტ-აღლუმის ტოპ ხუთეული დაიპყრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები