ბილი პორტერი, რომელიც თავისი ეპატაჟური ჩაცმულობით ,,ოსკარების” წითელი ხალიჩის ერთ-ერთ მთავარ გმირად იქცა, დღესაც მედიის განხილვის თემად რჩება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კრისტიან სირიანოს შავი ფერის, გრძელშლეიფიანი კაბა-ფრაკი, ,,წლის ლუქი” გახდა.
საინტერესოა, რომ ამერიკელი ვარსკვლავი კინოდაჯილდოების შემდგომ Vanity Fair-ის წვეულებაზეც იგივე ანსამბლით მივიდა და გარშემომყოფები კიდევ ერთხელ მონუსხა. შეცვლილი იყო მხოლოდ რამდენიმე დეტალი – შავი კაბა პერანგის გარეშე და დეკოლტე, რომელსაც ბრჭყვიალა ყელსაბამი ამშვენებდა.
იმ ფონზე, როცა 49 წლის სასცენო წამყვანის, პოპ მომღერლისა და მსახიობის გუშინდელმა გამოჩენამ საზოგადოების დიდი ყურადღება მიიპყრო, მოდის ექსპერტებმა, 2014-2019 წლებში, მისი სხვადასხვა ღონისძიებაზე სტუმრობისას ამსახველი ფოტოები გააერთიანეს.
იხილეთ თემატური პორტფოლიო, რომელიც ცხადყოფს, რომ ბილი პორტერი უდავოდ მოდური და გემოვნებიანი ცნობილი სახეა.