LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბინას ჩავდებ და გამოვიყვან – ივერი მელაშვილის ცოლი დაკავებულებისთვის გირაოს შესაძლო შეფარდებაზე

83
FORTUNA.GE- (4)

თბილისის საქალაქო სასამართლოში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღესვე, სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გირაოს სანაცვლოდ შეცვლის შუამდგომლობას აყენებს. ამის შესახებ საქმის პროკურორმა ისაუბრა.

პროკურატურა კარტოგრაფების საქმეზე სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართავს

ამავე საკითხზე კომენტარი გააკეთა დაკავებული ივერი მელაშვილის მეუღლემ და თქვა, რომ ბინას ჩადებს და მას გირაოთი გამოიყვანს:

“საბოლოოდ რომ გამართლდებიან, ერთი პროცენტითაც არ მეპარება ეჭვი, რადგან უდანაშაულო ადგილას არის რაღაც დანაშაული შეთითხნილი. იმედი გვაქვს, რომ გამოუშვებენ, ოპოზიცია ითხოვს პოლიტპატიმრების გამოშვებას და ალბათ პოლიტიკური ნებაც იქნება.. რა თქმა უნდა, ბინას ჩავდებ და გირაოთი გამოვიყვან”. – თქვა თამარ სულაძემ.

პარალელურად, სასამართლო პროცესის მიმდინარეობის ფონზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის წინ აქტივისტები ბრალდებულების მხარდამჭერ აქცია-პერფორმანსს მართავენ.

ისინი სოლიდარობას უცხადებენ ილიჩოვასა და მელაშვილს, და ამბობენ, რომ ეს საქმე არის საუკეთესო ილუსტრაცია იმის, თუ როგორ შეიძლება “ოცნებამ” გაწიროს ნებისმიერი ადამიანი და პატიოსანი საჯარო მოხელე მხოლოდ იმისთვის, რომ ეს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის აწყობთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g