LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსე და ჯეი-ზი დასავლეთ ჰოლიუვუდში რომანტიკულ ვახშამზე (ფოტო)

63

ტყუპების დაბადების შემდეგ ბიონსესა და ჯეი-ზის ნაკლები თავისუფალი დრო აქვთ, თუმცა ვარსკვლავებს ერთმანეთისთვის დროის გამონახვის საშუალება მაინც აქვთ. პაპარაცებმა წყვილი დასავლეთ ჰოლივუდის ერთ-ერთ პატარა რესტორანში დააფიქსირეს.

35 წლის ბიონსე, რომელიც მშობიარობის შემდეგ სპორტდარბაზს უკვე დაუბრუნდა და ძველი ფორმის დაბრუნებას ცდილობს, ღრმა დეკოლტესა და მოკლე კაბაში იყო გამოწყობილი.

რესტორნის თანამშრომლების განცხადებით, ისინი მძღოლმა მოიყვანა და მთელი საღამოს განმავლობაში პირადი მცველი ჰყავდათ გვერდზე. ბიონსე და ჯეი-ზი გარშემომყოფებსაც დაეკონტაქტნენ, წასვლის წინ კი, სანამ მანქანაში ჩასხდებოდნენ ვარსკვლავიანი ცისა და ღამის პეიზაჟის ყურებით დატკბნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები