LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსე და ჯეი-ზი იამაიკაზე მოტოციკლით გამოჩნდნენ (ფოტო)

71

ბიონსე და ჯეი-ზი ერთობლივი მუსიკალური ტურნესთვის ემზადებიან. მეუღლეები იამაიკაზე იმყოფებიან, სადაც მათი ახალი კლიპის გადაღებები მიმდინარეობს. შეგახსნებთ, რომ მუსიკალური ტურნე On the Run II ივნისში აიღებს სტარტს, რომლის ფარგლებშიც მუსიკოსები ერთობლივ სიმღერებსაც წარმოადგენენ.

ახალი კლიპის გადაღებებისთვის ჯეი-ზიმ და ბიონემ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბული რაიონი შეარჩიეს. ეს ადგილი ცნობილია იმითაც, რომ აქ ლეგენდარული მუსიკოსი, ბობ მარლი ცხოვრობდა. მეუღლეები  ტრენჩ-თაუნის რაიონში მოტოციკლეტზე ამხედრებულები გამოჩნდნენ, სადაც მათ გადამღები ჯგუფის წევრებიც ახლდნენ. ჭრელი ფერის ქურთუკში, ვარდისფერ ჩექმასა და დაპრინტულ კოლჰოტში ბიონსე შეუდარებლად გამოიყურებოდა.

(ვრცლად/ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები