LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსე და ჯეი-ზი ტყუპებთან ერთად პაპარაცების ობიექტივში მოხვდნენ (ფოტო)

59

თითქმის 4 თვე გავიდა, რაც ბიონსე და ჯეი-ზი ტყუპების მშობლები გახდნენ და მხოლოდ ახლა მოხვდა ოჯახი სრული შემადგენლობით პაპარაცების ობიექტივში. ფოტოების გადაღების ადგილი ნიუ-იორკის ვერტმფრენების მოედანი გახდა, საიდანაც მუსიკოსებმა ტყუპებთან და უფროს ქალიშვილთან ერთად მანქანებისკენ გადაინაცვლეს.

აღსანიშნავია, რომ ბიონსეც და ჯეი-ზიც თავს იკავებენ ჟურნალისტებთან საუბრისგან, ისინი არც ცნობილ გამოცემებს თანხმდებიან ფოტოსესიისთვის და ამჯობინებენ, რომ პირადი ცხოვრება ნაკლებად გაასაჯაროვონ. ივლისში ბიონსემ თავად გამოაქვეყნა „ინსტაგრამზე“ ტყუპებთან ერთად ფოტო, მას შემდეგ ის ცდილობს, პატარებთან ერთად კადრში ნაკლებად მოხვდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები