ბიონსე და ჯეი-ზი საზოგადოებაში სულ უფრო ხშირად ჩნდებიან. იახტაზე რომანტიკული გასეირნების შემდეგ, გასულ კვირას წყვილი უფროს ქალიშვილთან ერთად ბრუნო მარსის კონცერტს დაესწრო.
ვარსკვლავს დიდი კაპიუშონიანი მოსასხამი ეცვა, საიდანაც მისი სახე თითქმის არ ჩანდა, რეპერს კი ტრადიციულად კეპი ეხურა და ოქროს სამკაული ეკეთა.
შეგახსენებთ, რომ ივნისში წყვილს ტყუპები შეეძინა. ვარსკვლავების ოჯახს ქალიშვილი და ვაჟიშვილი შეემატა.