ბიონსემ და ჯეი-ზიმ კალიფორნიაში 130 მილიონად შეფასებული სახლი შეიძინეს. მდიდრული ვილა 2,8 ათას მეტრზეა განთავსებული. მასში 8 საძინებელი, 11 აბაზანა, 4 აუზი, სპა, ჩოგბურთის კორტი და ხმისჩამწერი სტუდიაა განთავსებული.
ამჟამინდელი ინფორმაციით, წყვილი მასში საცხოვრებლად შემოდგომიდან გადავა. მანამდე ისინი მალიბუზე მდებარე ვილაში რჩებიან.