LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსემ და ჯეი ზიმ პირადი თვითმფრინავის სალონში იპოზიორეს (ფოტო)

94

მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ ჯეი ზიმ სახალხოდ აღიარა, რომ წლების წინ ბიონსეს უღალატა, როგორც ჩანს, ამჟამად მათ ცხოვრებაში სრული ურთიერთგაგება და ჰარმონია სუფევს.

ცოტა ხნის წინ, ბიონსემ თავის „ინსტაგრამზე“ გააზიარა დასვენების ამსახველი ფოტოები, რომლებზეც ის პირადი თვითმფრინავის სალონში პოზირებს. ორსულობის დროს მომატებულ კილოგრამებს პოპ-დივა უკვე გამოემშვიდობა, შესაბამისად მას უკვე ნებისმიერი ტანსაცმლის მორგება შეუძლია.

ფოტოებზე ბიონსეს საკმაოდ მოკლე შორტი აცვია, რომელიც მის მადისაღმძვრელ ფორმებს უსვამს ხაზს. რაც შეეხება ჯეი ზის, მან უპირატესობა თეთრი ფერის ტანსაცმელს და ნარინჯისფერ კეპს მიანიჭა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები