უახლოეს მომავალში ბიონსე და ჯეი-ზი ტყუპების მშობლები გახდებიან. ხოლო სანამ მათი ოჯახი ორი წევრით გაიზრდება, ვარსკვლავური წყვილი ცდილობს, მნიშვნელოვან ღონისძიებებს არ გამოაკლდეს.
პაპარაცებმა მუსიკოსები ლოს-ანჯელესში გამართულ კალათბურთის მატჩზე გადაიღეს. ფოტოგრაფებმა იმისი დაფიქსირებაც მოახერხეს, როგორ ცდილობდა ჯეი-ზი საკუთარი შვილების მოძრაობის შეგრძნობას. რეპერს საკმაოდ დიდხანს ედო ორსული მეუღლის მუცელზე ხელი და იღიმოდა.
ბიონსეს შავი ლეგინსები, ქუსლიანი ფეხსაცმელი და „გუჩის“ მოსასხამი ეცვა, ამავე ბრენდის ჩანთა ეჭირა და სათვალეები ეკეთა. ჯეი-ზის სპორტული სტილი ჰქონდა მორგებული, თეთრი კედებით, ნაცრისფერი შარვლით, ლურჯი მაისურით, კეპითა და ასევე სათვალეებით.
თამაშის ჯეი-ზის საყვარელი გუნდის გამარჯვებით დასრულდა.



