„მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე დილიდან დარღვევები ფიქსირდება.
გიორგი ვაშაძის თქმით, გამოვლინდა 3 სახის დარღვევა, რომელიც ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას, კომისიების წევრების მხრიდან საარჩევნო უბნებზე აგიტაციასა და მათ წარმომადგენლებზე ზეწოლას უკავშირდება.
“სამწუხაროდ საარჩევნო პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს, პირველ რიგში მინდა ყველა მოქალაქეს მოგიწოდოთ ჩემო ძვირფასებო მიდით არჩევნებზე. მე მინდა ჩამოვთვალო დარღვევების კატეგორია, ბიულეტენის მოხევის დროს, ჩვენი 1 ნომერი რჩება ყუაზე, ისე ახევენ, რომ ფიზიკურად ვერ შემოხაზავს ადამიანი ჩვენს ნომერს. მე მინდა მოვუწოდო ჩვენს ამომრჩეველს, რომ თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ბიულეტენის გამოცვლა.
შემდეგი კატეგორიის დარღვევა, რომელიც ფიქსირდება არის ფარულობის დარღვევა და ჩვენ შეგვიძლია კადრები გაჩვენოთ თუ როგორ ხდება ჯიხურის გარეთ ხელმოწერა, პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ არის შემთხვევები, როდესაც კომისიის წევრები პირდაპირ მოუწოდებენ ამომრჩეველს მხარი დაუჭირონ მმართველ პარტიას.
მოვუწოდებ ყველა კომისიის წევრს და ქართულ ოცნებას, ნუ შეეცდებით ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედებას, შეწყვიტეთ სტანდარტული ხრიკების გამოყენებას, ბიულეტენის არასწორად მოხევას და ასე შემდეგ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძე