2020 წლის III კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 645.6 ათასით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 7.2 პროცენტით ნაკლებია. საქსტატის ინფორმაციით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 40.5 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.7 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 36.8 პროცენტი – მცირე ბიზნესზე.
ამასთან, საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე – 2 437.8 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.4 პროცენტით ნაკლები).
2020 წლის III კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 1 305.9 ლარს გაუტოლდა და გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა 10.3 ლარით.