LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BlackBerry მსოფლიოში ყველაზე დაცულ სმარტფონს გამოუშვებს (ვიდეო)

29

კანადური კომპანია BlackBerry-ი ახალი მოდელს წარმოადგენს, სახელად Neon–ს. მოდელის პრომო დევიზია: ,,ყველაზე დაცული Android–სმარტფონი მსოფლიოში’’.

თანამედროვე მსოფლიოში, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ძალიან ხშირია სხვადასხვა სახის თაღლითობა ან პირად ინფორმაციასთან უნებართვო წვდომის შემთხვევები, რასაც კომპანია BlackBerry, როგორც ჩანს, სერიოზულ პრობლემად აღიქვამს.

ახალი მოდელი – Neon, კოდური სახელით DTEK50 – მონობლოკის სტილშია გადაწყვეტილი. სამწუხაროდ, კომპანიამ Qwerty კლავიატურის სტანდარტი დაარღვია და დივაისი ფიზიკური ღილაკების გარეშეა წარმოდგენილი.

BlackBerry-ის სტანდარტულ სერვისებთან ერთად, ახალი გაჯეტის პლუსად ოპერაციული სისტემის Android 6.0 Marshmallow-ის სისწრაფე და წარმადობა შეიძლება ჩაითვალოს. 5.2 დიუმიანი FullHD დისფლეი კონტრასტულ გამოსახულებას იძლევა. დივაისი Qualcomm Snapdragon 617-ზე მუშაობს და აღჭურვილია 3 GB ოპერატიულითა და 16 GB შიდა მეხსიერებით, რომლის გაზრდის საშუალებაც MicroSD Card-ითაა შესაძლებელი. ბატარეა სამწუხაროდ არაა საკმარისად მძლავრი და 2610 Mah-ით განისაზღვრა. რაც შეეხება ფოტოკამერებს, წინა კამერა 8 მეგაპიქსელიანი ხოლო ძირითად 13 მეგაპიქსელიანი იქნება.

Neon-ი ძირითადად საშუალო კლასის სმარტფონია, რომელიც კანადურმა კომპანიამ ფრანგულ Alcatel-თან თანამშრომლობით შეიმუშავა. კომპანიების ურთიერთობა Alcatel-ის მფლობელმა კომპანიამ TCL-მა განაპირობა, რომელსაც საკმაოდ მჭიდრო კავშირები აქვს კომპანია BlackBerry-ისთან.