ევროპის მასშტაბით, Blackpink-ის მსოფლიო ტურნეს – Deadline კონცერტების სერია, ლონდონში დასრულდა. უემბლის სტადიონზე გამართული პერფორმანსისას, ბენდმა პატივი ლოკალური სცენის საკულტო ჯგუფს – Spice Girls მიაგო.
საქმე ისაა, რომ შოუს კულმინაციისას კოლექტივმა საკუთარი ინტერპრეტაციით ლეგენდარული კვინტეტის სადებიუტო სინგლი – Wannabe შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეული კვარტეტისგან სიმღერით როუზი გამოირჩა. ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მან სიმღერის შესრულება სრულად საკუთარ თავზე აიღო, ლისა, ჯენი და ჯისუ კი ზურგს ცეკვით უმარგებდნენ.
ცნობისთვის, Blackpink-ის Deadline World Tour, რომელიც მომავალი წლის იანვრამდე გასტანს, ოქტომბრიდან აზიაში განახლდება.
ლისა სცენაზე ქართველი დიზაინერის ლუქით გამოჩნდა