LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბლოგერებმა iPnone X ჯერ გატეხეს და შემდეგ გაყინეს

65

ბლოგერებმა iPhone X ჯერ გატეხეს და შემდეგ გაყინეს. Youtube-ზე გამოჩნდა ახალი ვიდეო, სადაც Apple-ის ახალი პროდუქტის გამძლეობა დეტალურადაა შემოწმებული. დასაწყისისთვის მობილური რამდენჯერმე ძირს დააგდეს და მისი დაზიანება მძიმე საგნითაც სცადეს. გარდა ამისა, ვიდეოს ავტორმა დანაც კი გამოიყენა, რათა iPhone-ის ეკრანი დაეზიანებინა, თუმცა უშედეგოდ. შემდეგ მან ჩაქუჩი აიღო და ტელეფონს რამდენჯერმე ჩაარტყა, ეკრანი გაიბზარა, თუმცა მოწყობილობის მუშაობისთვის ამას ხელი არ შეუშლია. ეს ყველაფერი არ იყო და სმარტფონმა მოგვიანებით ცეცხლი, წყალი და ყინვაც გადაიტანა, მუშაობა კი მაინც ჩვეულ რეჟიმში განაგრძო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები