თურქეთი უკრაინაში მშვიდობისმყოფელების გაგზავნისთვის მზად არის. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული საკითხი თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განიხილა როგორც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრების დროს.
ამავდროულად, წყაროების ცნობით, თურქეთი არ იქნება სამშვიდობო მისიის ნაწილი თუ ანკარას მსგავსი მისიის ფორმირების ყველა კონსულტაციასა და მომზადებაში არ ჩართავენ.