BMW მთლიანად ელექტრონული მოდელების წარმოებაზე მუშაობს.
კომპანიის ახალი სტრატეგიის მიხედვით, ჰიბრიდული მოდელები გერმანული ავტომწარმოებლის სამომავლო გეგმებიდან ამოღებული იქნება. ყველასათვის კარგად ნაცნობი ’’ i ’’ კლასის მოდელები ნუმერაციით 3 და 8, არც ისე წარმატებულად გაიყიდა, როგორც ამას გერმანული ავტომწარმოებელი მოელოდა. სწორედ ამიტომ, ახალი მოდელების მაგივრად, BMW-მ ახალი ტაქტიკა შეიმუშავა.
კომპანია ელექტრონული მოდელების ხალხის დახმარებით ტესტირებას გეგმავს. ექსპერიმენტის წარმატებულობის შემთხვევაში, BMW ელექტრონული ტრანსპორტის ბაზარზეც გამოჩნდება. ამ ეტაპზე გერმანული კომპანია სამ ახალ მოდელზე მუშაობს. აქედან ორი მოდელი უკვე ცნობილია – i3 და i8, რაც შეეხება მესამე მოდელს, სავარაუდოა, რომ იგი სედანი იქნება კოდური სახელწოდებით iNext.