BMW-მ 2025 წლის მესამე კვარტლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა.
კომპანიის მოგებამ გადასახადების გამოკლებით €2,3 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით მესამედით მეტია.
საერთო ჯამში, კვარტალური შემოსავალი €32,3 მილიარდს შეადგენდა.
BMW-ში აღნიშნეს, რომ ავტომობილების მიმართულების საოპერაციო მარჟამ ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდში 5,2%-ს მიაღწია – რაც უფრო მაღალია, ვიდრე ანალიტიკოსების მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად მიღებული პროგნოზი (4,9%).
შედარებისთვის, გასული წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 2,3% იყო.
კომპანიის შეფასებით, Neue Klasse სახელწოდების ახალი, სრულად ელექტრული მოდელების ხაზის პირველი წარმომადგენელი 2026 წლიდან გამოჩნდება და გაყიდვების ზრდას ხელს აუცილებლად შეუწყობს.
მანამდე საკუთარი ანგარიში წარმოადგინა სხვა გერმანულმა ავტომწარმოებელმა – Mercedes-Benz-მა. კომპანიის ცნობით, 2024 წლის იანვრიდან სექტემბრამდე სუფთა მოგება გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით ორჯერ შემცირდა.
შემცირების მაჩვენებელმა 50,3% შეადგინა – €7,8 მილიარდიდან €3,87 მილიარდამდე.
მოგების კლების მიზეზებად Mercedes-Benz-მა საბაჟო ტარიფები, გაყიდვების შემცირება და ეფექტურობის ამაღლებასთან დაკავშირებული ხარჯები დაასახელა.