LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW-მ და ნაომი კემპბელმა უნიკალური კროსოვერი შექმნეს

212
ნაომი-კემპბელი

კომპანია BMW გამოუშვებს უნიკალურ კროსოვერს, რომელიც ნაომი კემპბელის დიზაინითაა შექმნილი. ოფიციალური ინფორმაციით, წარმოდგენილი იქნება ჰიბრიდი XM-ის სპეც-ვერსია, რომელზეც მოდელმა პირადად იმუშავა.

ნაომი BMW-ს სარეკლამო კამპანიას დევიზით Dare To be You შეუერთდება. 52 წლის სუპერვარსკვლავის აზრით, BMW-ს ახალი სლოგანი მასთან ძალიან ახლოსაა და „აღწერს თავდაჯერებულ დამოკიდებულებას, რომელიც პროგრესისა და პოზიტიური ცვლილებებისთვისაა საჭირო.“

კემპბელი სამოდელო ბიზნესში მრავალფეროვნების სახელით გამოდის. გარდა ამისა, „შავი პანტერა“ არაერთ საქველმოქმედო პროექტს უჭერს მხარს, მათ შორისაა აფრიკულ კონტინენტზე ტალანტების აღმოჩენაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები