LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW-მ ელექტროქარების გაყიდვა დაბალი ქალბატონების გამო შეწყვიტა

102

BMW-მ ელექტროქარების გაყიდვა დაბალი ქალბატონების გამო შეწყვიტა. ამერიკული საავტომობილო გამოცემების ინფორმაციით, ბრენდის სიახლე BMW i3 და i3s ამერიკის ბაზრიდან უკვე ამოიღეს და უახლოეს მომავალში ისინი ევროპაშიც აღარ გაიყიდება. ექსპერტთა შეფასებით, მიზეზი მძღოლის არასაკმარისი დაცულობაა. სწორედ ამიტომ, მათ ვინც ჰეთჩბეკი წინასწარ შეუკეთა – ცოტა ხნით ლოდინი მოუწევს. თავად ბრენდის წარმომადგენლები ჯერჯერობით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა როგორც ტაბლოიდები აცხადებენ, ავტომობილის ღვედი იმ შემთხვევაში არ მუშაობს, თუკი საჭესთან 152 სმ-ზე დაბალი და 50 კგ-ზე უფრო გამხდარი ქალბატონი ზის. სწორედ ამიტომ, ხარვეზის გამოსწორებამდე ავტომობილების გაყიდვა შეჩერებული იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები