კომპანია BMW-მ წარმოადგინა სედანის (M5-ის) განახლებული მოდიფიკაცია – Competition Edition, რომელიც 600 სიძლიერის ძრავითაა აღჭურვილი. როგორც გამოცემა Autocar აღნიშნავს, გაძლიერებული, ოთხკარიანი სედანი ამ თაობის უკანასკნელი წარმომადგენელია.
M5 Competition Edition აღჭურვილია 4.4 ლიტრიანი ბენზინის ტურბოძრავით – V8, განახლებული სამართავი პანელითა და გაუმჯობესებული აეროდინამიკით.
ასევე ავტომობილის სიმძლავრე 560 ცხენის ძალიდან გაიზარდა 600-მდე, ხოლო 680 ნ/მ ბრუნის სისწრაფე – 700 ნ/მ-მდე.
შვიდსიჩქარიანი ძრავი და რობოტიზებული გადაცემათა კოლოფით კვლავ იგივე დარჩა. 100 კმ/სთ სიჩქარეს განახლებული მოდიფიკაცია 3.9 წამში ანვითარებს, ხოლო სედანის მაქსიმალური სიჩქარი ლიმიტირებულია 250 კმ/სთ-ით.
მოდელის ტირაჟი არც ისე დიდია – სულ გამოვა 200 ეგზემპლარი. აქედან 100 ავტომობილი შავ ფერში იქნება გადაწყვეტილი, დანარჩენი კი თეთრში.
მოდიფიკაცია მიიღებს 20 დიუმიან დისკებს, M Performance-ის კოლექციიდან.
გერმანული ავტომწარმოებლის ახალი მოდელი – მოდიფიცირებული სედანი M5 Competition Edition 2017 წელს გამოჩნდება.
როგორც Autocar-ში აცხადებენ, მოდელში შენარჩუნებული იქნება რვაცილინდრიანი ძრავი. რომელ ავტოსალონში ვიხილავთ ახალ ,,ლამაზმანს’’ ჯერ-ჯერობით უცნობია.