LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW-მ „გიგანტური ნესტოების“ ეპოქა განმარტა: მიზეზი ჩინელი მყიდველები არიან

106
BMW-მ „გიგანტური ნესტოების“ ეპოქა განმარტა მიზეზი ჩინელი მყიდველები არიან (1)

BMW-მ განმარტა, რატომ მიიღო მისმა დიზაინმა ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე საკამათო ელემენტი – ზედმეტად გადიდებული რადიატორის ბადე, რომელსაც ხშირად „გიგანტურ ნესტოებად“ მოიხსენიებდნენ.

როგორც BMW Group-ის მთავარი დიზაინერი ადრიან ვან ჰოიდონკი ავსტრალიურ გამოცემა CarExpert-თან ინტერვიუში ამბობს, მასიური გრილები განსაკუთრებით მოთხოვნადი იყო ჩინურ ბაზარზე, სადაც მომხმარებლებს მასშტაბური და თვალში საცემი ფორმები უფრო მოსწონთ. „ეს გადაწყვეტილება არ ყოფილა ზედმეტად რადიკალური – ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რომელ ქვეყანაში იმყოფებით,“ – აღნიშნა ჰოიდონკმა.

მიუხედავად კრიტიკის, რომელიც მოდელებმა M3, 7 Series, X7 და XM მიიღეს, გაყიდვები არ დაცემულა – პირიქით, გაიზარდა. ამიტომ, BMW-ს თქმით, არ ჰქონდათ აუცილებლობა მომხმარებელთა უკმაყოფილებაზე ჰქონოდათ რეაქცია. თუმცა აღსანიშნავია, რომ XM-ის დაბალ მოთხოვნაზე ინფორმაცია ჯერ კიდევ გასულ წელს გავრცელდა.

დღეს კი „გიგანტური ნესტოების“ ეპოქა, როგორც ჩანს, დასრულდა. 2023 წელს წარმოდგენილი Vision Neue Klasse კონცეფტმა ბრენდისთვის ახალი სტილი შექმნა, რომელიც მომდევნო მოდელებზეც გავრცელდება.

პირველი სერიული წარმომადგენელი – ელექტრო კროსოვერი iX3 – უკვე სხვა ტიპის რადიატორით გამოჩნდა: მცირე ზომის ვერტიკალური ხაზებით ცენტრში, რაც მიუთითებს, რომ BMW კვლავ ცდილობს იპოვოს ბალანსი ტრადიციასა და დიზაინის ახალ ტრენდებს შორის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები