LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW M5 და M6 მექანიკური გადაცემათა კოლოფის გარეშე დარჩნენ

77

ახალი თაობის BMW M5 და M6 მექანიკური გადაცემათა კოლოფის გარეშე დამზადდება. ამის შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში M Gmbh-ს დირექტორმა ფრენკ ვან მილ-მა განაცხადა. ”მოთხოვნა ნულამდე შემცირდა” – აღნიშნა მან, სწორედ ამიტომ შემდგომი თაობის მოდელებში გადაცემათა კოლოფი რობოტიზებული იქნება.

ამასთანავე, ფრენკმა უარყო გავრცელეფული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ M-ის ყველა მოდელს იგივე ემუქრება. ”ჩვენ ძველებურად ვამზადებთ მექანიკურ გადაცემათა კოლოფს, რომელიც გამოყენებულია M2, M3 და M4 მოდელებში” – აცხადებს ვან მილი.

სავარაუდოა, რომ ახალი BMW M5 და M6 რობოტიზირებული, 7 საფეხურიან გადაცემათა კოლოფით გამოჩნდება, რაც ფრენკ ვან მილის მოსაზრებით უფრო სწრაფ აჩქარებას გამოიწვევს…

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები