LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW M5, Mercedes-AMG E 63 S და „პანამერა“ ერთმანეთს დრაგ-რბოლაში დაუპირისპირდნენ

69

BMW M5, Mercedes-AMG E 63 S და ჰიბრიდული „პანამერა“ ერთმანეთს დრაგ-რბოლაში დაუპირისპირდნენ. საინტერესო რბოლის მოწყობის იდეა გამოცემა Autocar-ს გაუჩნდა და შეჯიბრის ვიდეო ქსელში მანვე გაავრცელა.

მონაწილე სამეულიდან ყველაზე ძლიერი Porsche Panamera Turbo S – Hybrid იყო და მას 680 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. 0-დან 100 კმ-ს სუპერქარი 3,4 წამში ავითარებს, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგია. რაც შეეხება M5-ს, მისი ძარის ქვეშ 4,4 ლიტრის მოცულობის თვინ-ტურბო V8 ძრავია განთავსებული და მას 600 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. სედანს 0-დან 100კმ-მდე გახურება ასევე 3,4 წამში შეუძლია. და ბოლოს, მერსედესი 4,0 ლიტრის მოცულობის ძრავითაა დაკომპლექტებული და 612 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. პირველ „ასეულს“ კი ისიც 3,4 წამში ავითარებს. ხოლო, თუ რა შედეგი აჩვენეს სუპერქარებმა დრეგზე, ამის ნახვის საშუალება ვიდეოშია შესაძლებელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები