LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW-ს 2024 წლისთვის ძალიან ცუდი პროგნოზები აქვს და აი რატომ

128
BMW-ს 2024 წლისთვის ძალიან ცუდი პროგნოზები აქვს და აი რატომ

BMW-ს 2024 წლისთვის ძალიან ცუდი პროგნოზები აქვს. გერმანული ფირმის ოფიციალურ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ პირველი მიზეზი რის გამოც ბრენდი დასახულ მიზანს ვერ აღწევს, სამუხრუჭე სისტემაში აღმოჩენილი დეფექტია, რომლის გამოც BMW-ს 1,5 მილიონი ავტომობილის უკან გამოწვევა მოუწია.

უკან გამოწვევის კამპანიამ და მიწოდების დაგვიანებამ ავტომწარმოებელი საკმაოდ დააზარალა. რაც შეხება პროგნოზის გაუარესების მეორე მიზეზს – მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ბაზარზე ახალ ავტომობილებზე მოთხოვნის შემცირებაა.

უკან გამოწვევის კამპანიის გამო ბრენდის აქციების ღირებულება დაეცა, თანაც მთელი 8,3 პროცენტით, ხოლო 2024 წლიდან დღემდე აქციები მთლიანობაში 29,4%-ით გაიაფდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები