LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW-ს ბოსი ფიქრობს, რომ შიდა წვის ძრავის აკრძალვა დაუშვებელია

120
BMW-ს ბოსი ფიქრობს, რომ შიდა წვის ძრავის აკრძალვა დაუშვებელია

BMW-ში ფიქრობენ, რომ ელექტროქარებზე გადასვლა მსოფლიოს ჩინეთზე დამოკიდებულს გახდის. ევროპას სულ უფრო და უფრო ხშირად მოუწევს ჩინეთიდან ელემენტების მიწოდებას ელოდოს, თუკი „საწვავზე“ მომუშავე მანქანებზე საბოლოოდ უარს იტყვის. საუბარი სრულ ელექტრიფიცირებაზეა, რასაც ევროპა მომავალი ათწლეულის დასრულებამდე გეგმავს. BMW-ს ბოსი, ისევე როგორც ავტო სამყაროს ბევრი სხვა გავლენიანი ფიგურა, ფიქრობს რომ ევროპა ასეთი რადიკალური გადაწყვეტილებისთვის მზად არ არის.

გარდა ჩინეთზე დამოკიდებულებისა, არსებობს სხვა პრობლემებიც, რასაც ახალი აკრძალვა გამოიწვევს. პირველი კი ეს არის ევროპის ავტო სამყაროს მასშტაბური შემცირება. ევროპაში „ელ-ქარებზე“ მოთხოვნა იმაზე ბევრად დაბალია ვიდრე მოსალოდნელი იყო, ხოლო სახელმწიფო სუბსიდიები ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა.

ბაზრის გაციებამ გამოიწვია ის, რომ ბევრმა მწარმოებელმა ელექტროქარების გამოშვების გეგმური მაჩვენებლები შეამცირა. მათ შორისაა Volkswagen, რომელიც იმდენად დაბალ მოთხოვნას გადააწყდა, რომ „მწვანე“ სტრატეგიის გადახედვა გადაწყვიტა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები