LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოჭორიშვილის კლინიკაში 5 წლის ბავშვი შეიყვანეს, 4 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა

88
kkk

ბოჭორიშვილის კლინიკაში 5 წლის პაციენტი, რომელსაც დადასტურებული ჰქონდა კორონავირუსი, გუშინ შეიყვანეს. ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბავშვი მარნეულის კლასტერიდან არის და მისი ოჯახის წევრები არიან ინფიცირებულები.

„როგორც წესი, ბავშვები სუბიექტურად თავს კარგად გრძნობენ“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

ბოჭორიშვილი კლინიკაში 4 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა.

„საყურადღებო ოთხ პაციენტში გართულებებს არ ველოდებით. ეს არის შედარებით გახანგრძლივებული ორმხრივი პნევმონია. სიტუაცია მართვადია. ზოგადად ეს დიაგნოზი მოიაზრებს დაუგეგმავ გართულებებს. ასე რომ, მოლოდინი არ გვაქვს, მაგრამ გამორიცხული არაფერია“, – განაცხადა სოლოღაშვილმა.

მისივე თქმით, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში 50 პაციენტი მკურნალობს. მათგან 22 კოვიდინფიცირებულია. კვლევაში ჩართვას კი 12 პაციენტი ელოდება.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსი 420 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 107 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g