LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოჭორიშვილის კლინიკაში თბილისის ცნობილი კლასტერიდან დედა-შვილი მკურნალობს

134
ბოჭ

ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში 69 პაციენტი მკურნალობს, საიდანაც „კოვიდ-19“ 59-ს აქვს დადასტურებული. ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

პირველი შემთხვევაა, როდესაც გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ბევრად მეტია ინფიცირების შემთხვევებზე – მარინა ეზუგბაია

„გუშინ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაეწერა. გამოჯანმრთელებული პაციენტი 18 წლამდე ასაკის მოზარდია. დაგვემატა 4 ახალი პაციენტი.
ამჯერად კლინიკაში 10 პაციენტი გვყავს. 3 მათგანი ასაკობრივი მაღალი რისკის ჯგუფიდან. ერთი პაციენტია მძიმე, 11 პაციენტი საყურადღებო რჩება“, – აღნიშნა სოლოღაშვილმა  ჟურნალისტებთან საუბარში.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს, სავარაუდოდ, 3 პაციენტი დატოვებს

მისი ინფორმაციით, კლინიკაში გადაყვანილი პაციენტების კლასტერი ცნობილია.

„2 გადმოყვანილია თეთრიწყაროდან, 2-იც თბილისიდან, ცნობილი კლასტერიდანაა. დედა-შვილია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილია“, – აცხადებს სოლოღაშვილი.

მისივე ინფორმაციით, სასულიერო  პირის მდგომარეობა, რომელიც ბოჭორიშვილის კლინიკაშია მოთავსებული, დამაკმაყოფილებელია.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 517 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 168 პაციენტი.

აჭარაში კიდევ 4 გამოჯანმრთელებულია: ჯამში რეგიონში ვირუსი 24-მა ადამიანმა დაამარცხა