LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოდიში, რომ ოქროს ბურთი მოვიგე: ფიგუს ორიგინალური მილოცვა

62

ლუიშ ფიგუმ ფრანჩესკო ტოტის ბოდიში მოუხადა იმისათვის, რომ ”ოქროს ბურთი” მოიგო.
პორტუგალიელმა ასე თავისებურად მიულოცა ”რომას” ლეგენდას 40 წლის იუბილე.

”ძვირფასო ფრანჩესკო, დაბერებას აპირებ? მხოლოდ საუკეთესო სურვილები. ბოდიშს გიხდი, რომ 2000 წელს ”ოქროს ბურთი” მოვიგე. შენ უფრო იმსახურებდი”, – ციტირებს ფიგუს სიტყვებს Football Italia.

2000 წელს ფიგუ ”ბარსელონადან” მოსისხლე მადრიდის ”რეალში” გადავიდა იმ დროისთვის რეკორდულ თანხად – 62 მლნ ევრო.

ფრანჩესკო ტოტი ”რომაში” ბოლო სეზონს ატარებს: მაისში ის კარიერას დაასრულებს.

 

 

toti

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები