LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოდიშს გიხდით, უკან მიმაქვს ეს სიტყვები.. თუ ვინმე დღეს ნამუსს წმენდს ქვეყანას, თქვენ ხართ“ – ელისაშვილი პრეზიდენტს

156
Untitled design

„ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იყო საქართველოს პრეზიდენტის ასეთი სიტყვა პარლამენტში და ძალიან სასიამოვნო იყო რომ ეს გამოსვლა იყო სწორედ დღეს, 31 მარტს, როდესაც 32 წლის წინ ჩატარდა რეფერენდუმი“, – ასე შეაფასა „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა.

პრეზიდენტი: „თბილისი და მოსკოვი მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობენ.. შედეგს ვერ მიაღწევთ, ვერა!“

ალეკო ელისაშვილმა სალომე ზურაბიშვილს მიმართა და ბოდიში მოუხადა:

„წარმოშობით ქართლელი კაცი ვარ და მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი არ მიყვარს, პირდაპირ ვამბობ ყველაფერს, რასაც ვფიქრობ.

მე არ მინდოდა, რომ თქვენ ყოფილიყავით საქართველოს პრეზიდენტი და ძალიან მწარედ და მძიმედ გაკრიტიკებდით. რატომ? პიროვნულად არაფერს გერჩოდით, ქართულ ემიგრაციას წარმოადგენთ და ერთ-ერთი ხართ იმ გათქვეფილ და გამქრალი ემიგრაციიდან ქართველად რომ გადარჩით, დაგვიბრუნდით და ახლა უკვე პრეზიდენტი ხართ.

რისი მეშინოდა, რატომ არ მინდოდა თქვენი პრეზიდენტობა?! მეშინოდა, რომ თქვენ არ იქნებოდით მტკიცე და თანმიმდევრული საქართველოს ეროვნული არჩევანის, ევროატლანტიკური არჩევანი დაცვისას, იმიტომ, რომ ევროპისკენ ჩვენი სწრაფვა არის მართლაც ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი და მეშინოდა, რომ თქვენ რაღაც ზიგზაგებით ივლიდით, მაგრამ ახლა, მე ეს სიტყვები უკან მიმაქვს. პირისპირ შეხვედრისას ბოდიშიც მოგიხადეთ, სწორედ იმ სიტყვების გამო და ახლა, ღიადაც ვიტყვი ბოდიშს.

ბოდიშის მოხდა არ მესირცხვილება,როდესაც მიმაჩნია,რომ ბოდიში მოსახდელი მაქვს. ბოდიშს გიხდით და სიტყვები მიმაქვს იმის გამო, რაც აქ, მოვისმინე დღეს და რასაც ვისმენ ბოლო პერიოდის განმავლობაში თქვენგან, საქართველოში თუ უცხოეთში ნათქვამს. დიახ, მე მიაჩნია, რომ დღეს საქართველოს მთავრობის პოზიცია უკრაინასთან მიმართებაში არის სამარცხვინო, უკიდურესად სამარცხვინო! დიახ, უკრაინაში რომ ჩავედი, დამემოწმება ჩემი მეგობარი ირაკლი ჯუღელი, ვინც ჩემთან ერთად გადაკვეთა პოლონეთ-უკრაინის საზღვარი, პირველი, რაც გვითხრეს იყო ის, რომ თქვენმა პრემიერ-მინისტრმა რეები თქვაო.

მე მომიწია თავის მართლება, ჩემი პრემიერ-მინისტრის სიტყვების გამო. მადლობა თქვენ, ამ პოზიციისთვის, რომ ასე შეუპოვრად და მტკიცედ წარმოაჩენთ ასეთ საქართველოსაც და დღეს, თუ ვინმე ნამუსს წმენდს ჩვენ ქვეყანას, თქვენ ხართ და პირველ რიგში, რა თქმა უნდა არიან ჩვენი ბიჭები, რომლებიც სისხლს ღვრიან, იღუპებიან, იხოცებიან, მაგრამ ფეხს არ უცვლიან იქ ბრძოლას და წარმოაჩენენ ჩვენ ქვეყანას, როგორც უნდა ჩანდეს ჩვენი ქვეყანა და არა, ისე, როგორც ჩვენი მთავრობა წარმოაჩენს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

რაზე ისაუბრა პრეზიდენტმა პარლამენტში – ვრცლად წაიკითხავთ აქ:

„ეს 2010 წლის შემდეგ არ მომხდარა“ – სალომე ზურაბიშვილი 18 აპრილს ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს 

რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ხან იმპიჩმენტით დამემუქროთ, ხან ქართული დამიწუნოთ, ხან ცილი დამწამოთ მე და ჩემს ოჯახს.. მაინც ვერ შემცვლით – ზურაბიშვილი ხელისუფლებას 

პრეზიდენტი: ბელარუსს გავუფრთხილდით, ლუკაშენკომ ოკუპაციის კანონი დაარღვია – ახია ჩვენზე! შესამჩნევად ვუფრთხილდებით, რომ არ გავაღიზიანოთ რუსეთი 

magti 5g