LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Boeing-მა 5 მეტრიანი დრონი ააწყო, რომელსაც ადამიანის აწევა შეუძლია

80

ავიაკორპორაცია Boeing-მა გიგანტური დრონი წარმოადგინა, რომელსაც 227 კილოგრამის ოდენობის ტვირთის აწევა შეუძლია. პროტოტიპის პრემიერა ლას–ვეგასში, სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენაზე შედგა. უპილოტო აპარატი, ვერტიკალური აფრენა-დაფრენის შესაძლებლობით, შესაძლოა ავტონომიური საფრენი აპარატის წინამორბედი გახდეს.

დრონის გაბარიტული სიგრძე 4,6 მეტრია, სიგანე 5,5 მეტრი, სიმაღლე კი 1,2 მეტრი. აპარატის წონა 339 კილოგრამს აღწევს. დრონის შემუშავებას სამი თვე დასჭირდა.

უპილოტო საფრენი აპარატის ტესტირების პირველი ფაზა Boeing-ის კვლევითი ლაბორატორიის ტერიტორიაზე ჩატარდა, რომელიც მისურის შტატში მდებარეობს. დრონი აღჭურვილია ელექტრო ძრავითა და რვა როტორით.

დეტალური ინფორმაცია სიმძლავრის, ელემენტების მოცულობისა და ფრენის ხანგრძლივობის შესახებ, ჯერჯერობით უცნობია.

https://motor.ru/news/boeingdrone-11-01-2018.htm

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები