LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 10 დღის განმავლობაში “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრის სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში 7 ახალშობილი დაიბადა

189
237810543-2000212316799776-5799579760425906792-n

ბოლო 10 დღის განმავლობაში “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრის სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში 7 ახალშობილი დაიბადა.

ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა “ბომონდი” სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“ახალშობილებიდან ორი საკეისრო კვეთის, 5 კი ბუნებრივი სამშობიარო გზით მოევლინა ქვეყანას. ყველა ახალშობილის და დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ცნობისთვის, “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრი ერთადერთია დასავლეთ საქართველოში, რომელიც კოვიდდადებით და ვირუსზე საეჭვო ორსულებს იღებს.

მეან-გინეკოლოგები: გიორგი ქებულაძე, ნინო რამიშვილი, თეონა ლორთქიფანიძე, გიორგი სხილაძე.

ნეონატოლოგები: ნათია ხაჩიძე, მაია მერაბიშვილი, მაკა გეგეშიძე

ანესთეზიოლოგები: ტარიელ კუხიანიძე, გიორგი კუბლაშვილი”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები