LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოლო 2 დღის ფაზა გავიდა ასტრალში. რაც თეატრები გავიდა ქუჩაში, ეტყობა ხელისუფლებამ დაიწყო არტისტობა… რა პიესას თამაშობს, ძალიან რთული გასაგებია“ – ლევან წულაძე

112
ლევან წულაძე

„ბოლო 2 დღის ფაზა გავიდა ასტრალში. რაც თეატრები გავიდა ქუჩაში, ეტყობა ხელისუფლებამ დაიწყო არტისტობა“, – ამის შესახებ რეჟისორმა ლევან წულაძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას ლევან წულაძე ამბობს, რომ „ხელისუფლება გაურკვეველი ჟანრის პიესას თამაშობს“.

„ხელისუფლებამ ძალიან რთული ჟანრი აირჩია. რა პიესას თამაშობს, ძალიან რთული გასაგებია. ყველაფერი ძალიან ჰგავს გოგოლის პერსონაჟს – „ცხვირს“. ჩინოვნიკი დილით იღვიძებს, კარგავს ცხვირს, რომელიც აღმოჩნდება გენერლის ფორმაში. ვერ უბედავს მას რამის თქმას და საკუთარი ცხვირის მსახურებას იწყებს. ახლა ამ ყველაფერს რომ ვუყურებ, შეგრძნება მაქვს, რომ სხეულები დაიშალა და სხვადასხვა ორგანოები გახდნენ ბელადები. დადგნენ ტრიბუნებთან და ქადაგებენ ყველა ორგანოს ცალ-ცალკე გარდა ტვინისა, იმიტომ, რომ ტვინი ცოტათი ისვენებს, ასე მგონია. რა ლოგიკა და მიზანი აქვს ამ ყველაფერს, ვერ ვხვდები…

ერთი მოლაპარაკე თავის ფრაზა შემხვდა: „მე გავათავისუფლებ ევროპას მარიონეტული მთავრობების წნეხისგან“. მინდოდა, მეთქვა, ჰე, გაათავისუფლე და დავისვენებთ ჩვენც, ჯერ ერთი გავიგებთ, ვინ არის ეს „ომის გლობალური პარტია“, ზოროსავით კაცმა რომ არ იცის, ვინ არის და მას ბრალდება ყველაფერი. გავიგებთ მაინც…

ჯერ ეს ბავშვები გაათავისუფლეთ, ანდრო ჭიჭინაძე და სხვები და მერე გავათავისუფლოთ მარწუხებისგან დამონებული ევროპა“, – ამბობს ლევან წულაძე.

ლევან წულაძე: „გმირები სულ გვყავდა, მაგრამ ბოლო წლებია, მაინც სულ გმირებს ვეძებთ და მერე ის გმირები, როგორც წესი, დრაკონებად იქცევიან ხოლმე… ერთადერთი წამალია, ნუ შეგვიყვარდება პოლიტიკოსები!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g