LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი – გაბუნია

38
gabu

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაიცვალა 20 პაციენტი. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, გრძელდება აქტიური ტესტირება და ვაქცინაციის პროცესი.

„ჰოსპიტალური ქსელის მობილიზება არის მაქსიმალური, ემატება კიდევ საწოლფონდი, დაახლოებით 6 ათასამდე საწოლია მობილიზებული, ასევე დაემატა კოვიდსასტუმროები, რათა არ შეიქმნას პაციენტების ჰოსპიტალიზაციის ან კოვიდკლინიკებში გადაყვანის პრობლემა.

სრულად არის მობილიზებული პირველადი ჯანდაცვის ქსელი, რომ ბინაზე მოვლა და მართვა იყოს შესაბამისი. საბედნიეროდ, ბევრი პაციენტია, ვინც მკურნალობას ბინაზე აგრძელებს, მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ხშირად უსიმპტომოც, მაგრამ ასევე საყურადღებოა მძიმე პაციენტები, რომლებიც რჩებიან ინტენსიურ განყოფილებასა და რეამინაციაში. ბავშვებში არის შემთხვევები, უმეტესი არის მსუბუქი მიმდინარეობის და მათი დაყოვნება კლინიკებში არ აღემატება სამ დღეს, არის ერთეული, შედარებით მძიმე შემთხვევა, რომლის დაყოვნებაც არის უფრო ხანგრძლივი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g