მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამართალდამცველებმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 46 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. პოლიციამ საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო 21 მოქალაქე დააჯარიმა. უწყების ინფორმაციით, 4 ფიზიკური და 2 იურიდიული პირი ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა, ხოლო თვითიზოლაციის წესების დარღვევის 13 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
“საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე, სამართალდამცველებმა 6 პირი დააჯარიმეს, რომლებიც, აკრძალვის მიუხედავად, მიკროავტობუსით მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანას ახორციელებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით ” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
https://www.facebook.com/MIAofGeorgia/videos/818759135284198/