LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 3 წლის განმავლობაში დისტანციურად დასაქმებულ ევროპელთა რაოდენობა 2-ჯერ გაიზარდა

35
9744_1

დისტანციურად დასაქმებულ ევროპელთა რაოდენობა ბოლო სამ წელში 2-ჯერ გაიზარდა: დღეს ეს რიცხვი 13,5%-ს შეადგენს, ადრე კი მხოლოდ – 5% იყო. ასეთ მონაცემებს ევროპის სტატისტიკის სააგენტო „ევროსტატი“ ავრცელებს.

სახლიდან მომუშავეთა ყველაზე დიდი რაოდენობა სტოკჰოლმში ფიქსირდება, რეგიონში ფაქტობრივად ყოველი მეორე დასაქმებული დისტანციურად მოღვაწეობს.

მეორე და მესამე ადგილებზე ირლანდიისა და ფინეთის რეგიონები გავიდნენ.

ზოგადად კი სახლიდან მომუშავე მოქალაქეებს ბევრ ევროპულ ქვეყანაში უჭერენ მხარს. მაგალითად, პორტუგალიაში დამსაქმებელმა თანამშრომლების ელექტროენერგიის გადასახადი უნდა გადაიხადოს. გარდა ამისა, ფირმებმა დასაქმებულთა მარტოობაზეც უნდა იზრუნონ და დისტანციურად მომუშავეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობები შესთავაზონ.

ავსტრიელებს კი წელიწადში 1200 ევრომდე უხდიან და ეს თანხა სახლში სამუშაო სივრცის მოწყობას უნდა მოხმარდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები