LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 5 წელში უნგრეთში 184 მილიონი ხე დარგეს და გაჩერებას მომავალშიც არ აპირებენ

109
Debrecen, 2024. november 4.
A drónnal készült képen az õszi erdõ Debrecen közelében 2024. november 4-én.
MTI/Czeglédi Zsolt

უნგრეთში 2019 წლის ბოლოს დაწყებული ფედერალური პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 184 მილიონი ხე დარგეს. პროგრამამ, რომელშიც ტყეები, ქალაქები და ფერმები მონაწილეობენ, ტყის საფარის ფართობი 2030 წლისთვის 27%-მდე უნდა გაზარდოს. მიზანი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და კლიმატის ცვლილებისთვის ხელის შეშლაა, წერს Hungary today.

ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში ახალი ტყეები ნიადაგის დეგრადაციას უშლიან ხელს, ხოლო სოფლებში ხეები მიკროკლიმატს და ქუჩის ესთეტიკას აუმჯობესებენ.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევათ ხეებს დასახლებულ პუნქტებში: 1500 ქალაქსა და სოფელში 5600 ნერგი დარგეს და მათი ნაწილი 2025 წელს უკვე გაიზარდა.

2026 წლის გაზაფხულისთვის სოფლებში 76 000-ზე მეტ ხეს დარგავენ და მიზანი მომავალი წლისთვის 100 ათასიანი ნიშნულის მიღწევაა.

პროგრამაში ჩართულები არიან ფერმერებიც: 2025 წლის მარტიდან გაიხსნა იმ ადამიანების მხარდაჭერის ფონდი, ვინც გადაწყვეტს რომ თავისი მიწის ნაწილი ხეებს დაუთმოს. უნგრეთის მთავრობა მათ დაკარგული შემოსავლის 80%-ს აუნაზღაურებს და სუბსიდიებიც შეუნარჩუნდებათ.

ასეა თუ ისე, უნგრეთს ბალანსის პოვნა უწევს სოფლის მეურნეობასა და გამწვანებას შორის, რადგან ახალი ტყეებისთვის განკუთვნილი მიწები შეზღუდულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები