“ბოლო 9-თვეში ქართული სასაოფლო სამეურნეო პროდუქცია 25%-ით გაძვირდა” – ამის შესახებ ,,ფორტუნას’’ სარესტორნო ქსელ ,,ნიკალას’’’ დირექტორმა ვლადიმერ სავანელმა განუცხადა. სავანელის თქმით, ფასები გაზრდილია თითქმის ყველა კატეგორიის საკვებ პროდუქტზე. მათ შორის გაძვირებულია ბოსტნეული, ხორცი, ხილი და სხვა. ნიკალას დირექტორი ამბობს, რომ სასოფლო სამეურნეო პროდუქციაზე ფასების მატება ეტაპობრივად მოხდა და ბოლო 9-თვის განმავლობაში 25%-ით არის გაძვირებული. რაც შეეხება თავად სარესტორნო ქსელის მუშაობას, სავანელის ინფორმაციით, გორში ,,ნიკალას’’ ორივე ობიექტი სრული დატვირთვით მუშაობს და კლიენტების რაოდენობაც დამაკმაყოფილებელია.
,,გაზრდილი ხარჯების მიუხედავად ჩვენ მენიუ არ გაგვიძვირებია. ყველა სახეობის კერძზე ვინარჩუნებთ ძველ ფასებს და ეს მოგების ხარჯზე ხდება, თუმცა ამით ვინარჩუბნებთ მომხმარებლებსაც’’- აცხადებს ,,ნიკალას’’ გენერალური დირექტორი.
კომპანაია ამ ეტაპზე ქსელის გაფართოვებას არ გეგმავს. სავანელის თქმით, ერთი ობიექტის მოწყობა 400 ათასი დოლარი უჯდება და სავალუტო რყევების პირობებში მსხვილი ინვესტიციის განხორციელებისგან თავს იკავებენ.
