საბედნიეროდ, უნდა ითქვას, რომ გავრცელების რიცხვი და ერთეული შემთხვევები, რომლებიც ბოლო რამდენიმე დღის მანძილზეა გამოვლენილი საქართველოში, არ არის საგანგაშო, მცირე რიცხვებია,”- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროს ხათუნა ზახაშვილმა ვიდეოკონფერენციისას გააკეთა.
“ჯანდაცვის სისტემა და ეპიდემიოლოგები ჯერჯერობით უმკლავდებიან ამ რიცხვების მართვას, პაციენტების მიღებასა და მათთვის სამედიცინო მომსახურების გაწევას, ასევე ეპიდკვლევებს და კონტაქტების გამოვლენას. ვიმედოვნებთ, მომავალშიც სისტემა სეძლება გაუმკლავდეს ამ გამოწვევას, რომელიც დაკავშირებული იქნება შემთხვევების მზარდ რიცხვთან,”- აღნიშნა ხათუნა ხაზაშვილმა.
მანამდე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელბა საქართელოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 416 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის 105 გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 105-მდე გაიზარდა – ამირან გამყრელიძე