LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 105-მდე გაიზარდა – ამირან გამყრელიძე

313
BeFunky-collage (3)

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 105-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვიდეოკონფერენციისას გააკეთა.

„გვქონდა 411 დადასტურებული შემთხვევა, დღის განმავლობაში უკვე დამატებულია ხუთი შემთხვევა და მათი უმრავლესობა არის კონტაქტები ადრე დადასტურებული ინფიცირებული შემთხვევების. მათი ეპიდკვლევა დაწყებულია. გამოჯანმრთელდა უკვე 105 ადამიანი, გვაქვს გარდაცვალების ხუთი შემთხვევა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში რჩება 5160, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 579 პირი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g