ლოს-ანჯელესში, The Daily Front Row-ის რიგით მე-7 დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. წითელ ხალიჩაზე უამრავი ვარსკვლავი გამოჩნდა, მათ შორის გახლდათ 50 წლის მსახიობი, გვინეტ პელტროუ. ვარსკვლავმა თავისი სადა და დახვეწილი „ლუქით“ ყველა დაჩრდილა.
ამ დღეს გვინეტს ღია კრემისფერი, კლასიკური შარვალი და ტოპი ეცვა, გამჭვირვალე ზედას უკან გრძელი ქსოვილი ამშვენებდა.
„ბოლო დროის ყველაზე გემოვნებიანი ლუქი“,„საოცრად დახვეწილი“,„ყველაზე გემოვნებიანი ვარსკვლავი“, – წერენ კომენტარებში.
სხვათა შორის, ბოლო პერიოდში პელტროუს ჩაცმულობით საზოგადოება აღფრთოვანებულია. გასულ თვეს ის სასამართლო პროცესებზე ძვირად ღირებული, საოცრად გემოვნებიანი „ლუქებით“ ჩნდებოდა.
„იდეალური დამნაშავე“ – ინტერნეტსივრცეში გვინეტ პელტროუს „სასამართლოს სტილს“ განიხილავენ
უმაკიაჟო და საოცრად ბუნებრივი – 50 წლის გვინეტ პელტროუს ბარბადოსული არდადეგები