LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო ერთ დღეში დონბასში რუსეთმა 45 დასახლებული პუნქტი დაბომბა, რასაც შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

71
donbasiruseti

დონბასში რუსეთმა ბოლო ერთ დღეში 45 დასახლებული პუნქტი დაბომბა, რასაც შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, რვა კი დაშავდა. ინფორმაციას მედია უკრაინის არმიის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსეთმა სხვადასხვა ტიპის შეიარაღების გამოყენებით გასული დღე-ღამის განმავლობაში 116 სამოქალაქო ობიექტი გაანადგურა და დააზიანა.

უკრაინის არმიის ნაწილებმა დონბასში ბოლო ერთ დღეში რუსეთის 11 შეტევა მოიგერიეს, გაანადგურეს მოწინააღმდეგის ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები და „სუ 25“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი.

პარალელურად, უკრაინული მედია საჰაერო სარდლობის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთმა საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტებით იერიში მიიტანა ჟიტომირის რეგიონის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. უკრაინის საჰაერო სარდლობის საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებმა ოთხი ფრთოსანი რაკეტა გაანეიტრალეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g