მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში აქტიურია. საყვარელ მამაკაცთან და შვილთან ერთად მოგზაურობის კადრებს გამომწერებს ხშირად უზიარებს. ამჯერად ალექსანდრა ბიზნესმენ დავით კოდუასთან ერთად იტალიაში იმყოფება.
„ბოლო ფოტოები ყველაზე ნიჭიერ მოყვარულ ფოტოგრაფთან ერთად, მადლობა დევიდ“ , – წერს ალექსანდრა და ულამაზეს ბუნებაში დავით კოდუასთან ერთად გადაღებულ კადრებს აზიარებს.
„მშვენიერი ხარ“,
„ულამაზესი და ცეცხლოვანი“, – წერენ ალექსანდრას გამომწერები მისი ახალი ფოტოების კომენტარებში.
შეგახსენებთ, ალექსანდრა პაიჭაძეს და დავით კოდუას ერთი შვილი ჰყავთ.
„მან თქვა – ვერ გაექცევი ჩემს სიყვარულს“ – ალექსანდრა პაიჭაძე ახალ ფოტოებს აქვეყნებს