სტიქიის ზონაში მყოფი „გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლიკა ფილფანი „ტვ პირველის” ეთერში აცხადებს, რომ ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში გურიაში მე-5 სახლი ჩამოინგრა.
მისივე თქმით, ვითარება ყოველდღიურად უფრო რთულდება.
„ვითარება რთულდება ყოველდღიურად. თუ გუშინ ადამიანები გვთხოვდნენ, რომ დაგვეხმარეთ სახურავის გადათოვლაში, დღეს მათი ერთადერთი მოთხოვნაა, რომ სახლიდან გამოგვიყვანეთ. ევაკუაციას ითხოვენ, რადგან დიდი საშიშროებაა. ბოლო რამდენიმე საათში მე-5 სახლი ჩამოინგრა. ვერ ვასწრებთ ლოკაციებზე გადასვლას. ამ ადამიანებს ამოწურული აქვთ პროდუქტები, ჩვილი ბავშვების საკვები, მედიკამენტები“, – განაცხადა ლიკა ფილფანმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღეა რაც გურიაში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა.
სტიქიის გამო რამდენიმე დღეა ხალხი დენისა და ყველანაირი დახმარების გარეშეა დარჩენილი.