LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო რვა თვეში საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ 11.9 მლრდ დოლარი შეადგინა – ექსპრეს მონაცემები

39
Untitled design (4)

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საქართველოში საქონლით საგარეო ვაჭრობის შესახებ ექსპრეს მონაცემებს აქვეყნებს. 

დოკუმენტი 2022 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდს მოიცავს. საქსტატის ცნობით, ამ პერიოდში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ
(არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 936.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 36.6 პროცენტით მეტია.

აქედან:

◼ ექსპორტი 36.9%-ით გაიზარდა და 3.571 მლრდ დოლარი შეადგინა,

◼ იმპორტი კი 36.5%-ით, 8.364 მლრდ დოლარით გაიზარდა.

ამავე მონაცემებით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-აგვისტოში 4 793.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2 პროცენტი შეადგინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები