LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლონიაში მაქსიმალური სიჩქარე 30 კმ/სთ-მდე შეზღუდეს

130
speed

2024 წლისთვის, იტალიაში, ქალაქ ბოლონიის ტერიტორიის 90%-ზე ავტომობილებისთვის მაქსიმალური სიჩქარე საათში 30 კმ-მდე შეიზღუდება. დაბალსიჩქარიანი რაიონები სახელს – „ზონა 30“-ს მიიღებენ.

ქალაქებში სიჩქარის შეზღუდვის რეკომენდაციას ევროკომისია ტრანსპორტის უსაფრთხოების ფარგლებში გასცემს. ამ გზით ევროკავშირი იმედოვნებს, რომ 2030 წლისთვის საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად მძიმე ტრავმებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი 50%-ით შემცირდება. ასეთ შემთხვევებში ტრადიციულად უმეტესად ქვეითები, ველოსიპედისტები და მოტოციკლეტისები ზარალდებიან.

ბოლონია გახდება იტალიის უდიდესი ქალაქი, სადაც სიჩქარეს თითქმის მთელს ტერიტორიაზე შეზღუდავენ. მსგავსი შეზღუდვები უკვე მოქმედებს ბევრ ევროპულ ქალაქში, მაგალითად ამსტერდამში, სოფიაში, პარიზში, ბრიუსელში და ასევე რამდენიმე ესპანურ ქალაქში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები