LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bon Voyage! – მოგზაური მეგობრების ტურისტულ კომპანიად ქცეული იდეა

1012
Bon Voyage

ბედნიერი მგზავრობა! – ეს ის სიტყვებია, რომელთა მოსმენაც მოგზაურობის მოყვარულებს, მათი მისამართით, ხშირად სურთ. თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ გაყოლებს კეთილგანწყობას შორ გზაზე. ცოტა ხნის წინ შექმნილი ტურისტული კომპანია „ბონ ვოიაჟი“ (Bon Voyage), რომლის სათავეშიც თავგადასავლების მოყვარული ადამიანები დგანან, უკვე ყველაფერს აკეთებს, რომ ტურისტებს ოცნების ქვეყნებში ღირსეული მეგზურობა გაუწიოს და ისინი დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აავსოს.

„ბიზნესნიუსს“ თიკო დემეტრაძე, ნათია ხარებაშვილი და მარიამ ხარებაშვილი სტუმრობენ.

– თიკო, რა გახდა საკუთარი ტურისტული კომპანიის ჩამოყალიბების ბიძგი და აქვე შევაჩეროთ ყურადღება სახელწოდებაზეც.

– მოგზაურობა ვის არ უყვარს, თუმცა ზოგი ამ პროცესს განსაკუთრებულად ეკიდება. ჩვენ სამნი სწორედ ასეთი ადამიანების რიცხვს მივეკუთვნებით. რამდენიმე წელია ერთად ვმოგზაურობთ, ეს პროცესი ცხოვრების წესადაც კი გვექცა, ამიტომ ერთხელაც, მორიგი მოგზაურობის დროს, კონკრეტულად კი შარშან, საკუთარი ტურისტული კომპანიის შექმნის იდეა გაგვიჩნდა, სადაც ყველანაირ საქმეს თავად შევასრულებდით. აქვე აღვნიშნავ, რომ ნათიას ბიზნეს ადმინისტრირების კუთხით აქვს განათლება მიღებული, მარიამი ტურისტული განხრით ასრულებს სწავლას, მე კი სოციალურ მედიასა და პიარში მაქვს მრავალწლიანი გამოცდილება. ამიტომაც ვთქვით, რატომაც არა. თან, როდესაც საქმე ძალიან გიყვარს და ის შენია, მას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდები და გამუდმებით ზრუნავ განვითარებაზე. რაც შეეხება კომპანიის სახელწოდებას, ლისაბონის აღმართებს მივუყვებოდით და ჩვენი კომპანიის სახელზე ვფიქრობდით. კამათის დროს კედელზე დავინახეთ გრაფიტი, დიდად და წითლად ეწერა „Bon Voyage“ . მან სამივეს ყურადღება მიიპყრო, შემდეგ ერთმანეთს გადავხედეთ და ყველაფერი უსიტყვოდ გახდა ცხადი.

– ნათია, ტურისტული კომპანიების ბაზარი საკმაოდ დიდია. როგორ აპირებთ კონკურენციისთვის თავის გართმევას, რა განგასხვავებთ სხვებისგან?

– დიახ, საქართველოში ტურისტული ბაზარი საკმაოდ კონკურენტუნარიანია, ის მუდმივად ვითარდება და ახალი გამოწვევების წინაშე დგება. მომხმარებელს ვთავაზობთ ყველაფერს, რაც კი შეიძლება ტურისტულმა კომპანიამ შესთავაზოს, თუმცა მაინც არის დეტალები, რითაც ვფიქრობთ, რომ გამორჩეულები ვართ. ტურისტული კომპანიების უდიდესი ნაწილი პროდუქტის გასაყიდად სოციალური პლატფორმების გამოყენებაზეა ორიენტირებული, ცხადია, ჩვენი მიზანიც ეს არის, თუმცა არა მხოლოდ… ფასები საკმაოდ კონკურენტული გვაქვს, თუმცა, ამავდროულად, მომხმარებლისთვის შეთავაზებული ტურები შემეცნებითი კუთხითაც არის დატვირთული. ჩვენს სოციალურ ქსელში უკვე არის და კვლავ დაიდება ვიდეოები, რომლებიც ერთგვარი გიდის ფუნქცია-მოვალეობას შეასრულებს. ამაზე ძალიან დიდ რესურსს ვხარჯავთ. გვსურს, პოტენციურმა ტურისტებმა „ბონ ვოიაჟისგან“ მიიღონ მაქსიმალური ინფორმაცია ქალაქში არსებული ტურისტული ღირსშესანიშნაობების, ასევე სხვადასხვა გასართობი ღონისძიებების შესახებ. ვფიქრობ, ეს ბაზარზე კარგად პოზიციონირების საშუალებას მოგვცემს.

– მარიამ, რა ტიპის მომსახურებას სთავაზობთ მოგზაურობის მსურველებს?

– მომხმარებელს ვთავაზობთ სრულ ტურისტულ მომსახურებას, კერძოდ, ეს არის ინდივიდუალური და ჯგუფური ტურები, სასტუმროების ჯავშნები, ბილეთების შეძენა, კრუიზები, ტრანსფერი, გიდების მომსახურება. მალე დაგვემატება ტურები საქართველოს მასშტაბით. წლების მანძილზე დაგვიგროვდა დიდი გამოცდილება, გვაქვს კარგი კავშირები ევროპასა, თუ აზიაში და ამის გამოყენებასაც ვაპირებთ.

– თიკო, ამჟამად რა შეთავაზებები გაქვთ და როგორ განსაზღვრავთ სამოგზაურო მიმართულებებს?

– სექტემბრის შეთავაზებები გვაქვს ევროპისა და აზიის 18 ქვეყნის მიმართულებით. განსაკუთრებულად გამოვყოფდი „რომი-პოზიტანოს“, „ვენეცია-მილანს“ და ოქტომბრის ტურს მიუნხენში ცნობილ „ოქტობერფესტზე“, ასევე, ეგზოტიკურ დასვენებას მალდივების ზღაპრულ სანაპიროზე… ფასები საკმაოდ მისაღებია, თუმცა, ვინაიდან ისინი მუდმივად ცვალებადია, აღნიშნული მიმართულებებით მოგზაურობის მსურველებმა აუცილებლად უნდა იჩქარონ.

– ნათია, ამ დროისთვის რა გამოხმაურება გაქვთ მომხმარებლების მხრიდან და ითვალისწინებთ თუ არა მათ სურვილებს, რეკომენდაციებს?

– ცხადია, მომხმარებლის სურვილები ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ახალი შექმნილია, ბევრი შეტყობინება შემოდის, დაინტერესება საკმაოდ დიდია, რაც ძალიან გვახარებს და მოტივაციას გვმატებს. რაც შეეხება განსაკუთრებულ სურვილებს, ჯგუფური ტური ბევრს სურს. ჩვენც, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ ამას და ძალიან მალე დაიდება ჯგუფური ტურები რამდენიმე მიმართულებით, ცხადია, მრავალფეროვანი, დეტალური აღწერით.

როდესაც მოგზაურობას იწყებ და არ გაქვს დიდი გამოცდილება, ჯგუფური ტურები ახალ გარემოსთან ადაპტაციაში გეხმარება, არ გიწვეს ზრუნვა, ფაქტობრივად, არაფერზე, ყველაფერი დაგეგმილია და წინასწარაა გაწერილი. ინდივიდუალურად მოგზაურობის პარალელურად, ჯგუფური ტურით მოგზაურობა საკუთარ თავზეც გვაქვს გამოცდილი, შესაბამისად, მაქსიმალურად ვცდილობთ, მომხმარებლის რაკურსით შევაფასოთ ყველაფერი, ვიცით ამ ტურების დადებითი და უარყოფითი მხარეები. ჩვენი მიზანია, ყველაფერი მაქსიმალურად კომფორტული, მომხმარებელზე მორგებული და ორიენტირებული გავხადოთ.

– მარიამ, სამომავლო გეგმებზე უფრო დეტალურად მოგვიყევით.

– როგორც უკვე აღვნიშნეთ, შიდა ტურების დამატებას ვაპირებთ, წინასაახალწლო პერიოდში ჯგუფურ ტურებს ვგეგმავთ ევროპის რამდენიმე, ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებით, ზამთრის ბოლოს კი ვფიქრობთ, ეგზოტიკურ ქვეყნებშიც „გავიჭრათ“. ჯერჯერობით მეტზე არ დავკონკრეტდებით, რაღაცებს სიურპრიზად შემოვინახავთ. ასე რომ, თუკი მოგზაურობა გიყვართ, გხიბლავთ თავგადასავლები, თვალი ადევნეთ ჩვენს სოციალურ პლატფორმებს და იმოგზაურეთ ჩვენთან ერთად.

magti 5g