LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bonhams-ის აუქციონზე უნიკალური ავტომობილები გაიყიდება

21

5 სექტემბერს საფრაგეთის ქალაქ შანტში აუქციონი „Bonhams Chantilly Sale“ გაიმართება. აუქციონზე შემოთავაზებული იქნება 31 საავტომობილო ლოტი. მათ შორის  „Maserati Boomerang“, (რომელიც მხოლოდ ერთი ეგზემპლიარი არსებობს) და „Bugatti Type101“ (რომელიც მხოლოდ ექვსი ცალი იქნა გამოშვებული).

„Maserati Boomerang”-ის კონცეპტი 1972 წელს შეიქმნა, დიზაინერ ჯორჯეტო ჯუჯაროს მიერ და დამზადებული იქნა მხოლოდ ერთ ეგზემპლიარად. ავტომობილი ამ დროისთვის გამართულად ფუნქციონირებს და თავისუფლად შეიძლება მისით ქალაქში გადაადგილება. მას 8 ცილინდრიანი, 310 ცხენის ძალის სიმძლავრის ძრავა აქვს, რომელიც ავტომატური გადაცემათა კოლოფით იმართება. როგორც „ბი-ბი-სი“ იტყობინება, ავტომობილის ფასმა შეიძლება 4,1 მილიონ ევროს მიაღწიოს.

რაც შეეხება „Bugatti Type101”-ს, ის 1954 წელს ამერიკელმა მსახიობმა, ნიკოლას კეიჯმა შეიძინა. აუქციონზე წარმოდგენილი ავტომობილი უნიკალურია იმით, რომ ექვსი ეგზემპლარიდან ერთადერთი „კუპეა“. მას აქვს 8 ცილინდრიანი, 190 ცხენის ძალის სიმძლავრის ძრავი და ავტომატური გადაცემათა კოლოფი. ექსპერტების შეფასებით, ავტომობილის ფასი, 1,6-1,8 მილიონ ევროს მიაღწევს.