LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორის ბედია: „ადრე მეგონა, რომ ლამაზ სხეულში ლამაზი სულია, თურმე, მწარედ ვცდებოდი… ლამაზი გოგონების უმრავლესობა ამპარტავანი და თავხედია…“

406
ბორის ბედია

ბორის ბედია ჟურნალ „თბილისელებთან“ აღიარებს, რომ ნამდვილი სიყვარული ჯერ არ გამოუცდია.

მომღერალი ამბობს, რომ ლამაზი გოგონები მოსწონს, თუმცა ზოგიერთი მათგანი ამპარტავანია:

„ბევრი ლამაზია, მაგრამ ძალიან ამპარტავანი, ზუსტად ამ სილამაზიდან გამომდინარე. ეს საშინელებაა, ძალიან სამწუხაროა. არ უნდა იყოს ასე. ადრე მეგონა, რომ ლამაზ სხეულში ლამაზი სული იყო, თურმე, მწარედ ვცდებოდი… როგორ არა, კარგებიც არსებობენ, მაგრამ სამწუხაროდ, ლამაზი გოგონების უმრავლესობა ძალიან ამპარტავანი და თავხედია, ეს სიმართლეა და უნდა ვთქვა. ვინც ცოტა ნაკლებად ლამაზია, ის უფრო მეტად ადამიანური და სასიამოვნო საურთიერთოა. უშნო და მახინჯი რა მოსატანია. საერთოდ, ვფიქრობ, რომ მახინჯი ქალი არ არსებობს, მაგრამ შედარებით ნაკლები სილამაზის გოგონებს ვგულისხმობ…“

ბორის ბედია ჯერჯერობით შეყვარებული არ არის, თუმცა იცის, როგორი ქმარი იქნება:

„ძალიან ყურადღებიანი ქმარი ვიქნები. მე ვფიქრობ, რომ ქალი უნდა იყოს ვარდი და მამაკაცი – მებაღე, რომელიც საუკეთესოდ მოუვლის თავის ლამაზ ვარდს, მის მეუღლეს“.

ბორის ბედია: „რატომ არ მოვიყვან არამეგრელ ცოლს?! დედა იმერელი მყავს…“

ვიდეო: ბორის ბედია: „მაღალი გოგონები მომწონს, მაგრამ ისეთი მაღალიც ნუ იქნება, რომ ზევიდან გადმომხედოს…“

ბორის ბედია: „ვეძებ მეორე ნახევარს, ვინც გამიგებს, იქნება ჩემი პარტნიორი…“

ბორის ბედია: „ლამაზი ქალების გიჟი ვარ!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები