LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორის ბედია: „ვეძებ მეორე ნახევარს, ვინც გამიგებს, იქნება ჩემი პარტნიორი…“

963
ბორის-ბედია

„დღის პოსტში“ სტუმრობისას მომღერალმა ბორის ბედიამ წამყვანებს გაუმხილა, რომ სიყვარული შია და  ცოლს ეძებს:

„სულ „მშიერი“ ვარ მაგ კუთხით, ვეძებ მეორე ნახევარს, ვინც გამიგებს, ვინც იქნება ჩემი პარტნიორი, ვისი პარტნიორი მეც ვიქნები… უნდა იყოს კარგი ადამიანი, ნიჭიერი, ხელოვნება უნდა ესმოდეს… თუ გინდა, კახელი იყოს, აჭარელი, არ არის აუცილებელი, მეგრელი იყოს. შავგვრემანი რომ იყოს, ძალიან კარგია, ეშხიანია. ქერა ცისფერთვალებაც ძალიან კარგია. სიყვარული ხომ სულიერი მდგომარეობაა… მთავარია, ერთნაირები ვიყოთ. თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიან მომწონდა და გატაცებულიც ვყოფილვარ, მაგრამ არასდროს მყვარებია. არ უნდა გვჭირდებოდეს ახსნა-განმარტება, სიყვარული ასე მესმის. არ უნდა ამოიწუროს ადამიანი, ჩემთვისაც არ უნდა ამოიწუროს და არც მე – მისთვის“.

ბორის ბედია: „ლამაზი ქალების გიჟი ვარ!..“

ბორის ბედია: „არავის დავპირებივარ, რომ ცოლად მოვიყვანდი…“

ბორის ბედია: „ლამაზი გოგო მომწონდა და ტყუილით დაიწყო ურთიერთობა, ცხოვრებაში ბიჭისთვის არ მიკოცნიაო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები